ჩვენ შესახებ
უსაფრთხოების სისტემების კომპანია 2004 წლიდან
Total Tech არის უსაფრთხოების სისტემების კომპანია, რომელიც შექმნილია საინჟინრო სიზუსტით და ფუნქციური სტაბილურობის პრინციპით.
ვემსახურებით როგორც კერძო, ისე კორპორატიულ სექტორს. ვმუშაობთ სტანდარტებთან შესაბამისობის, ტექნიკური ეფექტიანობისა და ხანგრძლივი ოპერირების უზრუნველსაყოფად.
კომპანიის სამუშაო მოდელი ეფუძნება გადაწყვეტილებების life-cycle მართვას. ციკლი კონსულტაციით იწყება და სისტემის ექსპლუატაციამდე გრძელდება. ყოველი პროექტი რეალიზდება გამჭვირვალე კომუნიკაციით, სრულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და რეგულაციებით გათვლილ ტექნიკურ დონეზე.
- წლიდან
- 2004
- მიმართულება
- 13
- სტანდარტები
- ISO · NFPA · EN
გუნდი
ჩვენი გუნდი წარმოდგენილია სფეროში სერტიფიცირებული სპეციალისტებით. მათი მიმართულებებია ტექნიკური პროექტირება, IT-ინტეგრაცია და ელექტრონული უსაფრთხოება.
მიდგომა
ჩვენი ამოცანა არ არის მოწყობილობების მიწოდება. ვქმნით სისტემებს, რომლებიც სრულად ინტეგრირდება მოცემულ რეალობაში. ისინი წლების მანძილზე უზრუნველყოფს უწყვეტ ოპერირებას. სტაბილურობა და მომხმარებლის სიმშვიდე არის Total Tech-ის მამოძრავებელი ძალა.
სტანდარტები
ვმუშაობთ ISO, NFPA და EN სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.